Coxatauris municipaliteti  
  
 
 
 
 
 

Coxatauris municipalitetis soflebi - nabeRlavi

სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი: ნაბეღლავი, თავპანტა, ქვაბღა, ჩხაკოურა. მდებარეობს მდინარე გუბაზეულის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 475 მ., ჩოხატაურიდან 22 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 40 კმ. სოფელში გადის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზა. სოფელში არის საჯარო სკოლა.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 195 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908 181    
1911 837    
2002 209 95 114
2014 195 88 107

kurorti

ნაბეღლავი არის ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი. სამკურნალო ფაქტორია ჰავა და ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი წყალი. მდიდარია როგორც ფოთლოვანი, ისე ხელოვნურად გაშენებული წიწვოვანი ტყით. ნაბეღლავის მინერალური წყალი ბორჯომის ტიპისაა. იყენებენ სასმელად და აბაზანებისთვის. სამედიცინო ჩვენება: კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, სანაღვლე და საშარდე გზების დაავადებანი, ნივთიერებათა ცვლის მოშა. სეზონი მთეი წელი. სოფელში არის შ.პ.ს. „წყალი მარგებელის“ ქარხანა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა პანსიონატი.

 

 

მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°56`37″ ჩ. გ. 42°21`29″ ა. გ.
თემი ნაბეღლავი
ცენტრის სიმაღლე 475 მ
მოსახლეობა 195 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+04:00

 

 

ჩოხატაურის დროშა
ჩოხატაურის გერბი